არტურის ტრანსფერზე მუშაობას ორი გუნდი შეუდგა
ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, მარსელი და ბეტისი იუვენტუსის ნახევარმცველის არტურის ტრანსფერით ინტერესდებიან.
წყაროს ცნობით, მარსელში ბრაზილიელის ხილვა პირადად რობერტო დე ძერბის სურს, ბეტისმა კი ფეხბურთელის აგენტთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
იუვენტუსი არტურის იჯარით გაშვების წინააღმდეგი არ იქნება, თუ დაინტერესებული მხარე მისი ხელფასის სრულად გადახდას დათანხმდება.