არტურის აგენტი:“ იანვარში მელოს იუვენტუსში დაბრუნება ?…“
იუვენტუსის ფეხბურთელის არტურ მელოს აგენტმა კლიენტის მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
შეგახსენებთ, ბრაზილიელი ფეხბურთელი იჯარის წესით გრემიოში ასპარეზობს.
„ბრაზილიაში დაბრუნებამდე, არტურს იუვენტუსში დარჩენა შეეძლო, მაგრამ მაშინ გუნდში სხვა მწვრთნელი იყო და არტური მის გეგმებში არ შედიოდა.
„ახლა იუვენტუსს სპალეტი უდგას სათავეში, მაგრამ ვფიქრობ, ლუჩიანოს უფრო ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელი სჭირდება.
„ასეა თუ ისე, არტური გრემიოში ძალიან ბედნიერია და იმედი აქვს, ბრაზილიაში კარგი თამაშით ნაკრებში ადგილს მოიპოვებს. ის ჯერ კიდევ იუვეს საკუთრებაშია, მაგრამ ამ მომენტითვის დაბრუნება არც კი განიხილება.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
