არტურის აგენტი:“ მელოს მსურველები ბრაზილიაში ჰყავს, მაგრამ მას ევროპაში დარჩენა უნდა“
არტურის აგენტმა ფედერიკო პასტორელომ კლიენტის მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„სამწუხაროა, რომ არტურის დონის ფეხბურთელი თამაშს ვერ ახერხებს და ჩვენ სიტუაციის შეცვლაზე უკვე ვმუშაობთ.
„არტურს ბრაზილიაში უამრავი მსურველი ჰყავს, მაგრამ მას ევროპაში დარჩენა უნდა და ჩვენ რამდენიმე ვარიანტს უკვე განვიხილავთ.“