TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსს შესაძლოა არტურის კვლავ იჯარით გაშვება მოუწიოს…

იუვენტუსი არტურის გაყიდვაზე მუშაობას აგრძელებს, მაგრამ ამ მომენტისთვის ბრაზილიელის მიმართ სერიოზულ ინტერესს არც ერთი გუნდი არ იჩენს.

მთავარი პრობლემა ფეხბურთელის მაღალი ხელფასია, ბრაზილიელი სეზონში გასამრჯელოს სახით 6 მილიონ ევროს იღებს, რის გადახდასაც არც ერთი დაინტერესებული მხარე არ აპირებს.

Tuttomercato-ს ცნობით, იუვენტუსს შესაძლოა არტურის კიდევ ერთხელ იჯარით გაშვება და მისი ხელფასის ნაწილის დაფარვა მოუწიოს…