TuttoJuve

Juve per sempre sarà

არტური ლა ლიგაში დაბრუნებასთან ახლოს არის

იუვენტუსის ნახევარმცველი არტური დიდი ალბათობით უახლოეს დღეებში ლა ლიგაში დაბრუნდება.

Tuttomercato-ს ცნობით, რეალ ბეტისი და ატლეტიკო ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებენ და არტურისგან თანხმობის მიღების შემდეგ, საერთო ენის გამონახვას იუვენტუსთან ცდილობენ.

ტურინული გრანდი მისი იჯარით გაშვების წინააღმდეგი არ არის, თუ დაინტერესებული მხარე სეზონის ბოლომდე ბრაზილიელის ხელფასის სრულად დაფარვას დათანხმდება.

error: დაცული კონტენტი !