არტური:“ იუვენტუსი ყოველთვის მეხმარებოდა, იქ თამაში დიდი პატივი იყო“
იუვენტუსის საკუთრებაში მყოფმა არტურმა, ვინც იჯარის წესით გრემიოს რიგებში ასპარეზობს, Tuttomercato-სთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„რატომ გრემიო ? მე ამ გუნდის ახალგაზრდულ სექტორში გავიზარდე, ეს ჩემი სახლია, აქ მომეცა პირველი პროფესიონალური მატჩის ჩატარების შესაძლებლობა და როდესაც სახლში დაბრუნების შესაძლებლობა გამოჩნდა, მას დავთანხმდი.
„მე სტაბილურად თამაში და ნაკრებში დაბრუნება მინდა. იმედი მაქვს, რომ ამას დავიმსახურებ და კარლო ანჩელოტი გამომიძახებს.
„იუვენტუსი ? იუვე ყოველთვის მაქსიმალურად მეხმარებოდა და იქ თამაში დიდი პატივი იყო. მინდა გუნდსა და ყოფილ თანაგუნდელებს მიმდინარე სეზონში წარმატებები ვუსურვო.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
