TuttoJuve

Juve per sempre sarà

არსენალმა ვლაჰოვიჩზე უარი თქვა

ბრიტანული გამოცემა The Athletic-ის ინფორმაციით, არსენალი დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე მუშაობას აღარ აპირებს.

იუვენტუსი სეზონის ბოლოს სერბი ფორვარდის გაყიდვას ეცდება და არსენალი მის ერთ-ერთ მთავარ მსურველად მოიაზრებოდა, თუმცა წყაროს ცნობით, დუშანის ცუდი ფორმის გამო მეთოფეებმა ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე უარის თქმა გადაწყვიტეს.

გამოცემის ინფორმაციით, წითელი ეშმაკები სპორტინგიდან ვიქტორ გიოკერეშის გაფორმებას ეცდება, იუვენტუსს კი დუშანის მსურველის პოვნა სხვაგან მოუწევს…

38 views
error: დაცული კონტენტი !