TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

არსენალმა ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო

ბრიტანული გამოცემა CaughtOffside-ს ინფორმაციით, არსენალმა იუვენტუსის ფორვარდის დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო.

წყაროს ცნობით, ტურინულ გრანდსა და სერბ ფორვარდს შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება ვერ ხერხდება, ამიტომ ბიანკონერი იანვარში შესაბამისი წინადადების მიღების შემთხვევაში მისი გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება.

გამოცემის ინფორმაციით, არსენალს ვლაჰოვიჩის გაფორმება იანვარში 55-60 მილიონი ევრო დაუჯდება.