არსენალი უახლოეს დღეებში ვლაჰოვიჩის გაფორმებას განიხილავს
Rai Sport-ის ჟურნალისტის პაოლო პაგანინის ინფორმაციით, არსენალი უახლოეს დღეებში დუშან ვლაჰოვიჩის გაფორმებას განიხილავს.
მეთოფეები გაბრიელ ჟესუსის შემცვლელის ძიებაში არიან, ვინც ტრავმის გამო გუნდს დიდი ხანი ვეღარ დაეხმარება და ინგლისელების ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ვლაჰოვიჩა.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი სერბის გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება და მის სანაცვლო 40 მილიონ ევროს ითხოვს, რაც გუნდს დაახლოებით 20-25-მილიონიან კაპიტალის ზრდას მოუტანს.