TuttoJuve

Juve per sempre sarà

არსენალი ვლაჰოვიჩის სანაცვლოდ მსუყე წინადადებას ამზადებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, არსენალი იანვარში იუვენტუსს დუშან ვლაჰოვიჩის სანაცვლოდ ოფიციალური წინადადებით მიმართავს.

არსენალი ვლაჰოვიჩის მიმართ ინტერესს უკვე დიდი ხანია იჩენს და Tuttomercato-ს ცნობით, ლონდონელები იუვენტუსს სერბის სანაცვლოდ იანვარში 60 მილიონ ევროს შესთავაზებენ.

ვლაჰოვიჩის გაყიდვა იუვენტუსის გეგმებში არ შედის, თუმცა თუ უახლოეს კვირებში სერბმა გუნდთან ახალი კონტრაქტი არ გააფორმა, სიტუაცია შესაძლოა შეიცვალოს…

30 views
error: დაცული კონტენტი !