TuttoJuve

Juve per sempre sarà

არსენალი, ტოტენჰემი და ჩელსი ილდისის გაფორმებას ეცდებიან

არსენალი, ტოტენჰემი და ჩელსი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კენან ილდისის გაფორმებას ეცდებიან

ბრიტანული გუნდები უკვე დიდი ხანია თურქი ტალანტის მიმართ ინტერესს იჩენენ და Sport Witness-ის ცნობით, სამივე გუნდი ზაფხულში იუვენტუსს ილდისის თაობაზე მნიშვნელოვანი წინადადების გაკეთებას გეგმავს.

იუვენტუსი თავის მხრივ თურქთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აგრძელებს. კენანი ბიანკონერის წამყვანი ფეხბურთელი და ხელშეუხებელი ფიგურაა, მისი გაყიდვა ამ მომენტისთვის არც კი განიხილება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !