არსენალი ილდისის ტრანსფერზე მუშაობას შეუდგა
SportMediaset-ის ინფორმაციით, არსენალი იუვენტუსის ტალანტის კენან ილდისის ტრანსფერზე მუშაობას შეუდგა.
თურქი ფეხბურთელი გასულ კვირებში არაერთ ევროპულ გრანდს დაუკავშირეს, თუმცა ბოლო პერიოდში ყველაზე მეტად არსენალი აქტიურობს.
გამოცემის ცნობით, ლონდონურ გუნდსა და ილდისის აგენტს შორის პირველი შეხვედრა უკვე შედგა. არსენალი მზად არის, ილდისს იუვენტუსზე გაცილებით უკეთესი ფინანსური პირობები შესთავაზოს, მაგრამ ამ მომენტისთვის თურქის პრიორიტეტი ტურინულ გრანდში დარჩენაა.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
