არსენალი ილდისის ტრანსფერში ჟესუსის ჩართვას ეცდება
იტალიურ და ბრიტანულ მედიაში არსენალის მხრიდან კენან ილდისის მიმართ არსებული ინტერესის თაობაზე ცნობები არ წყდება.
Tuttomercato-ს ინფორმაციით, მეთოფეები თურქი ფეხბურთელის სანაცვლოდ იუვენტუსს 50 მილიონ ევროსა და გაბრიელ ჟესუსს შეთავაზებენ.
წყაროს ცნობით, იუვენტუსის პოზიცია ილდისის თაობაზე უცვლელია, თურქი ბიანკონერის პროექტის მთავარი ფიგურაა და მისი გაყიდვა არ განიხილება. ტურინულ გრანდს კენანთან ახალი კონტრაქტის გაფორმება უახლოეს კვირებში სურს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
