არსენალი ილდისის ტრანსფერით ინტერესდება
თურქული წყაროების ცნობით, არსენალი იუვენტუსის ტალანტის კენან ილდისის ტრანსფერით ინტერესდება.
20 წლის ფეხბურთელმა ტურინული გრანდის რიგებში დიდებული სეზონი ჩაატარა და თუ ის მსურველების ნაკლებობას არც აქამდე უჩიოდა, ახლა თურქს ევროპის წამყვანი გრანდები ეპატიჟებიან.
Turkish Football-ის ცნობით, ილდისი იუვენტუსისთვის ხელშეუხებელი ფეხბურთელია, ამიტომ მის გასაფორმებლად ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს კოლოსალური თანხის გადახდა მოუწევს.
წყაროს ინფორმაციით, ილდისის სიტუაციას ჩელსი, ლივერპული და მანჩესტერ იუნაიტედიც აკვირდებიან.