TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

არსენალი იანვარში ვლაჰოვიჩის გაფორმებას ეცდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, არსენალი დუშან ვლაჰოვიჩის მიმართ ინტერესს არ კარგავს.

Calciomercato-ს ცნობით, მეთოფეების რიგებში სერბი ფორვარდის ხილვა პირადად მიკელ არეტას სურს და ინგლისური გრანდი იანვარში ტურინელებთან მოლაპარაკებებისთვის ემზადება.

ვლაჰოვიჩის გაყიდვა იუვენტუსის გეგმებში არ შედის, მაგრამ თუ მომდევნო კვირებში მხარეები ახალ კონტრაქტზე ვერ შეთანხმდნენ, ტურინულმა გრანდმა შესაძლოა მიღებული წინადადებები განიხილოს და 80-85 მილიონის სანაცვლოდ სერბის გაყიდვას დათანხმდეს…