არაუხო კამბიაზოს პრიორიტეტული შემცვლელია
იტალიურ მედიაში ანდრეა კამბიაზოს იუვენტუსიდან შესაძლო წასვლის თაობაზე საუბრები სულ უფრო აქტიური ხდება.
კამბიაზოს მიმართ ინტერესს არაერთი გუნდი იჩენს, თუმცა ამ მომენტისთვის ყველაზე მეტად მილანი და ბარსელონა აქტიურობენ.
SportItalia-ს ცნობით, კამბიაზოს გაყიდვის შემთხვევაში, იუვენტუსი სპორტინგის 26 წლის ფეხბურთელის მაქსი არაუხოს გაფორმებას ეცდება, ვის აქტივშიც მიმდინარე სეზონში 6 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
