არაუხო იუვენტუსის სატრანსფერო სიაში რჩება
ესპანური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი ბარსელონას მცველი რონალდ არაუხოს მიმართ ინტერესს არ კარგავს.
ტურინული გრანდი ესპანელის ტრანსფერზე იანვარში აქტიურად მუშაობდა და მხარეები შეთანხმებასთან ახლოს იყვნენ, თუმცა საბოლოოდ ბლაუგრანამ მისი გაყიდვა გადაიფიქრა და ფეხბურთელთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.
Todofichajes-ის ინფორმაციით, იუვენტუსი არაუხოს ბრემერის იდეალურ მეწყვილედ მოიაზრებს და ბარსელონას მის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს შესთავაზებს…
