TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

არაბული გუნდი რუგანის ტრანსფერზე მუშაობს

აიაქსს არაბეთში დანიელე რუგანის ტრანსფერში სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა.

ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, ალ-აინი იტალიელ მცველს 3-წლიან კონტრაქტსა და გასამრჯელოს სახით სეზონში 3 მილიონ ევროს სთავაზობს.

რუგანის მიმართ ინტერესს ინარჩუნებს აიაქსი, თუმცა ნიდერლანდელებს მის გასაფორმებლად პირველ რიგში ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევთ.