იუვენტუსმა არაბებისგან კინის სანაცვლოდ პირველი წინადადება მიიღო
არაბული გუნდები მოიზე კინის ტრანსფერით ინტერესდებიან და Corriere dello Sport-ის ცნობით, ტურინულმა გრანდმა იტალიელი ფორვარდის თაობაზე პირველი წინადადება უკვე მიიღო.
წყაროს ცნობით, ერთ-ერთი გუნდი იუვენტუსს კინის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს სთავაზობს, ბიანკონერი კი თავის მხრივ მინიმუმ 15 მილიონს ითხოვს.
არაბების გარდა, კინის მიმართ ინტერესს სერია ა-ს რამდენიმე გუნდი, ასევე ნიცა და მარსელი იჩენენ.