TuttoJuve

Juve per sempre sarà

არა მხოლოდ ჯუნტოლი, იუვენტუს პომპილიო და სტეფანელიც ტოვებენ

ჯონ ელკანის პირადი კონტროლით, იუვენტუსის მენეჯმენტში ცვლილებები აქტიურად გრძელდება.

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ტურინული გრანდის რიგებს როგორც კრისტიანო ჯუნტოლი, ასევე პეპე პომპილიო და სტეფანო სტეფანელი დატოვებენ.

ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ არის ტურინულ გრანდში გუნდის გენერალური დირექტორის მაურიციო სკანავინოს დარჩენის საკითხი.

იუვენტუსში გაიზრდება ჯორჯო კიელინის გავლენა, გუნდი უახლოეს პერიოდში ტულუზას ყოფილი პრეზიდენტის დამიენ კომოლის გაფორმებას გააოფიციალურებს, ამის გარდა კი იუვენტუსში დაბრუნდება მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სკაუტი მატეო ტონიოცი, ვინც თავის დროზე ტურინულ გრანდში მიიყვანა კენან ილდისი, მატიას სულე, დინ ჰეისენი და სხვა გამორჩეული ტალანტები.

51 views
error: დაცული კონტენტი !