TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ანრი:“ იუვენტუსის დატოვება ჩემი სურვილი არ ყოფილა…“

ლეგენდარულმა ტიერი ანრიმ იუვენტუსში გატარებული პერიოდი გაიხსენა და გუნდის დატოვების მიზეზებზე ისაუბრა.

„მე იუვენტუსში მარჩელო ლიპის დროს მივედი, თუმცა მან გუნდი 3-4 ტურის შემდეგ დატოვა. ჩვენ იმ მომენტისთვის მე-11 ადგილზე ვიყავით, ეს იყო სეზონი, როდესაც რომას მწვრთნელი ზემანი იუვენტუსს დოპინგის გამოყენებაში ადანაშაულებდა, ამიტომ გუნდის გარშემო ქაოსი იყო.

„ლიპი ანჩელოტიმ ჩაანაცვლა, მან გუნდი 3-5-2 სქემაზე გადაიყვანა და მე ცხრიანიდან ლატერალეს პოზიციაზე მომიწია თამაში. მე მიწევდა მეტი სირბილი, დაცვა და მეტი ჩაწოდება. ეს თავიდან მარტივი არ იყო, თუმცა ამ პერიოდმა ძალიან ბევრი რამ მასწავლა.

„ხალხი მეკითხება, თუ რატომ დავტოვე იუვენტუსი, მაგრამ ეს ჩემი ნება არ ყოფილა. სეზონის დასრულების შემდეგ მოჯი, ვინც გუნდის მფლობელი არ იყო, თუმცა ასე იქცეოდა, ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ ჩემი უდინეზეში იჯარით გაშვება სურდა. ეს ჩემთვის შეურაწყოფა იყო და მაშინ ვთქვი, რომ მე ბიანკონერის მაისურით აღარ ვითამაშებდი.

„იუვენტუსი დიდებული, დიდებული გუნდია, კიდევ უფრო შესანიშნავი ქომაგებით, რომელთათვისაც იუვენტუსის ფეხბურთელები თითქმის ღმერთთან იყვნენ გატოლებულები, თუმცა მე იჯარით წასვლას ვერ მივიღებდი, ამიტომ გუნდის დატოვება მომიწია.“

error: დაცული კონტენტი !