TuttoJuve

Juve per sempre sarà

ანიელი იუვენტუსში დაბრუნებას ცდილობს

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის მირკო ნიკოლინოს ინფორმაციით, იუვენტუსის ყოფილი პრეზიდენტი ანდრეა ანიელი ტურინულ გრანდში დაბრუნებას ცდილობს.

წყაროს ცნობით, ანიელი გუნდში არსებული სიტუაციით გულგატეხილია, ის ჯონ ელკანს უკვე რამდენჯერმე ესაუბრა და იმედი აქვს, რომ ტურინული გრანდის სათავეში დაბრუნდება.

ნიკოლინოს თქმით, თუ ანიელი იუვენტუსის რიგებს დაუბრუნდა, რაც ამ მომენტისთვის რთულად წარმოსადგენია, ანდრეა გუნდიდან კრისტიანო ჯუნტოლის გაშვებას გეგმავს.

45 views
error: დაცული კონტენტი !