TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ამბროზინი:“ ინტერი – იუვე ყოველთვის უმნიშვნელოვანესია, ტურინელების დანაკლისი უფრო სერიოზულია…“

მილანის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა მასიმო ამბროზინიმ მოახლოებული იტალიური დერბის შესახებ ისაუბრა.

„ინტერი – იუვენტუსის მატჩი ყოველთვის გამორჩეულია და ვფიქრობ, ამ შეხვედრაში ჩვენ მოედანზე იმაზე მაღალი დონის თამაშს ვიხილავთ, ვიდრე მათ ჩემპიონთა ლიგაზე აჩვენეს.

„სამწუხაროა, რომ ორივე გუნდი შეხვედრას საკადრო პრობლემებით ხვდება, თუმცა იუვენტუსის დანაკლისი უფრო მნიშვნელოვანია. ინტერი უკვე შემდგარი, ჩამოყალიბებული გუნდია, იუვე კი შენების პროცესშია, თუმცა ეს მათთვის თავის გასამართლებელი საბუთი ვერ იქნება.

„ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი დუელი ნახევარდაცვაში იქნება და ვინც ამ დუელში გაიმარჯვებს, მატჩში გამარჯვებაც მას დარჩება.“