TuttoJuve

Juve per sempre sarà

ალონსო:“ რეალი – იუვენტუსი ევროპული ფეხბურთის კლასიკაა“

რეალის მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ იუვენტუსთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„რეალი – იუვენტუსი ევროპული ფეხბურთის კლასიკაა, იუვენტუსი მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია, ჩემი ფეხბურთელები ძალიან მოტივირებულები არიან და გვინდა, პოზიტიური პერიოდი გავაგრძელოთ.

„ჩვენ იუვენტუსის წინააღმდეგ ბევრი მატჩი გვაქვს ჩატარებული და ბევრ მათგანში მონაწილეობა თავადაც მიმიღია. ხალხი ბერნაბეუზე დიდი მატჩების სანახავად დადის და ხვალინდელი დაპირისპირება სწორედ მათ რიგებში შედის.

„2017 წლის ფინალი იუვენტუსთან ? ეს შესანიშნავი შეხვედრა იყო. კაზემიროს გოლი კარგად მახსოვს, ზიდანმა აქ შესანიშნავად იმუშავა და მას დიდ პატივს ვცემ.

„კომოსთან მატჩი ? ამ შეხვედრას ვუყურე, ნიკო პაზი ძალიან კარგი ფეხბურთელია და მან თავისი პოტენციალი კიდევ ერთხელ დაამტკიცა.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !