TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ალონსო:“ იუვე ევროპის ერთ-ერთი უდიდესი გუნდია, წინ რთული შეხვედრა გველოდება“

იგორ ტუდორის შემდეგ, იუვენტუსი – რეალის მატჩის წინ კომენტარი ჩაბი ალონსომაც გააკეთა.

„წინ ძალიან კარგი და დაძაბული მატჩი გველოდება. იუვენტუსი ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია, ეს ყველა ასპექტში ძალიან ინტენსიური დაპირისპირება იქნება. ჩვენ კარგად მოვემზადეთ და მატჩისთვის მზად ვართ.

„ჩვენი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე მაქსიმალურად შორს გასვლაა, ამიტომ ეს შეხვედრა ორივე გუნდისთვის უდიდეს მნიშვნელობას ატარებს.

„მბაპე ? კილიანი თავსკ არგად გრძნობს და არის ალბათობა, რომ იუვენტუსის წინააღმდეგ ითამაშებს.

„იუვე ? ძალიან ძლიერი, ინტენსიური, დისციპლინირებული გუნდი, გამოკვეთილი იდეებითა და იდენტობით, ისინი როგორც კოლექტიურად, ასევე ინდივიდუალურად ძლიერები არიან, ჰყავთ შესანიშნავი ფეხბურთელები და მანჩესტერ სიტისთან მატჩმა ჩვენ არ უნდა მოგვატყუოს, წინ ურთულესი შეხვედრა გველოდება.“

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !