Allianz Stadium-ი Kings World Cup-ის ფინალს უმასპინძლებს
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის რომეო აგრესტის ინფორმაციით, იუვენტუსის Allianz Stadium-ი 12 იანვარს Kings World Cup-ის ფინალურ მატჩს უმასპინძლებს.
Kings World Cup-ი საერთაშორისო ტურნირია, რომელშიც 32 გუნდი იღებს მონაწილეობას, თითო გუნდს კი ძირითად შემადგენლობაში არა 11, არამედ 7 ფეხბურთელი ჰყავს.
ორგანიზაციის ფედერაციის პრეზიდენტი ლეგენდარული ზლატან იბრაჰიმოვიჩი გახლავთ, უშუალოდ ტურნირზე მონაწილეობას კი არაერთი გამორჩეული ფეხბურთელი იღებს.