ალისონი ლივერპულთან შეხვედრას გამართავს…
ალისონი უახლოეს პერიოდში ლივერპულთან შეხვედრას გამართავს და იუვენტუსში ტრანსფერს ითხოვს.
Tuttomercato-ს ცნობით, ალისონს კარიერის იუვენტუსში გაგრძელება უნდა, მაგრამ ბრაზილიელი ლივერპულთან ურთიერთობის გაფუჭებას არ აპირებს და იმედი აქვს, ინგლისური გუნდი მის გაშვებას პრობლემების გარეშე დათანხმდება.
იუვენტუსსა და ალისონს შორის პირადი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება უკვე არსებობს და თუ ლივერპული მის გაყიდვას დათანხმდა, გუნდებს შორის ტრანსფერის პირობებზე მოლაპარაკებები დაიწყება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
