ალისონი ლივერპულის ხელმძღვანელობას შეხვდება
ინგლისური გამოცემა TEAMtalk-ის ცნობით, ლივერპულსა და ალისონს შორის უახლოეს პერიოდში შეხვედრა გაიმართება.
წყაროს ინფორმაციით, ბრაზილიელი კარის დარაჯი უკმაყოფილო და იმედგაცრუებულია ფაქტით, რომ ლივერპული მის გაყიდვაზე უარს ამბობს.
გამოცემის ცნობით, ალისონი მიიჩნევს, რომ მისი დრო ლივერპულში დასრულდა და ბრაზილიელს იუვენტუსში გადასვლა სურს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
