ალეგრის მილანში კამბიაზოს ხილვა სურს
იუვენტუსის ყოფილი მთავარი მწვრთნელი მაქს ალეგრი მილანში დაბრუნდა და როსონერი მისი სატრანსფერო სამიზნეების გასაფორმებლად მუშაობას უკვე შეუდგა.
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ალეგრის ერთ-ერთი სამიზნე იუვენტუსის უკანახაზელი ანდრეა კამბიაზოა, ის გუნდში ტეო ერნანდესის შემცვლელად მოიაზრება.
წყაროს ცნობით, მილანს კამბიაზოს მარტივად გაფორმება არ გამოუვა, რადგან ტურინული გრანდი იტალიელის სანაცვლოდ მინიმუმ 65-70 მილიონ ევროს ითხოვს და მისი გაყიდვა გუნდის გეგმებში არ შედის.