ალეგრი:“ ვლაჰოვიჩის გაფორმება არასოდეს მითხოვია“
მილანის მთავარმა მწვრთნელმა მაქს ალეგრიმ დუშან ვლაჰოვიჩის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„ვლაჰოვიჩი ? დუშანი იუვენტუსის ფეხბურთელია და მე მისი გაფორმება მილანისთვის არ მითხოვია. ჩვენ განვიხილეთ ფეხბურთელის მახასიათებლები, რომლებიც მე მჭირდება, თუმცა კონკრეტულ სახელებზე არასოდეს გვისაუბრია.“
იტალიური მედიის ცნობით, დუშან ვლაჰოვიჩი დიდი ალბათობით მინიმუმ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე იუვენტუსში დარჩება.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

 
                 
                 
                