ალ-ნასრმა ვლაჰოვიჩის გაფორმება სცადა
Sky Sport-ის ინფორმაციით, არაბულმა ალ-ნასრმა იუვენტუსის ფორვარდის დუშან ვლაჰოვიჩის გაფორმება სცადა.
წყაროს ცნობით, არაბები სერბის სანაცვლოდ მოთხოვნილი 40-45 მილიონის გადახდის წინააღმდეგები არ იყვნენ, მაგრამ თავად ფეხბურთელისგან უარი მიიღეს.
ვლაჰოვიჩს ევროპაში დარჩენა უნდა, ამიტომ არაბებთან მოლაპარაკებებზე უარი თქვა.