ალ-ნასრმა შესაძლოა შესნის ტრანსფერზე მუშაობა განაახლოს
ალ-ნასრსა და მანჩესტერ სიტის შორის ედერსონის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმება ვერ ხერხდება.
ინგლისელებმა არაბული გუნდის 25-მილიონიანი წინადადება უარით გაისტუმრეს და გაცილებით მეტს ითხოვენ, ამიტომ დიდია ალბათობა, ალ-ნასრმა იუვენტუსთან შესნის თაობაზე მოლაპარაკებები განაახლოს.
პოლონელი კარის დარაჯი იუვენტუსის გემგებში არ შედის, ამიტომ მათ ტურინულ გრანდთან საერთო ენის გამონახვა არ გაუჭირდებათ.