ალ-ნასრი ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს
Tuttosport-ის ინფორმაციით, არაბული ალ-ნასრი იუვენტუსის ფორვარდის დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.
წყაროს ცნობით, არაბებმა სერბ ფორვარდს წლიურად 20 მილიონი ევრო შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს და უახლოეს პერიოდში დუშანს გაუმჯობესებული წინადადებით მიმართავენ.
წყაროს ცნობით, იუვენტუსი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სერბის 40-45 მილიონად გაყიდვის წინააღმდეგი არ არის.