TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ალ-იტიჰადი კოსტიჩის ტრანსფერზე მუშაობს

იუვენტუსსა და არაბულ ალ-იტიჰადს შორის ფილიპ კოსტიჩის ტრანსფერის თაობაზე აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ფეხბურთელმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში არაერთი გუნდი უარით გაისტუმრა და იუვენტუსში დარჩენა სურდა, თუმცა გუნდის ხელმძღვანელობამ მას აცნობა, რომ ის ტიაგო მოტას გეგმებში არ შედის და სეზონის სკამზე გატარება მოუწევს, ამიტომ სერბი არაბული წინადადების მიღების წინააღმდეგი აღარ არის.

რომეო აგრესტის ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები ეკონომიკურ ასპექტზე მიმდინარეობს და არაბულ გუნდს მოთხოვნილი 7-8 მილიონის გადახდა არ უნდა გაუჭირდეს.