TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ალ-ჰილალი ვლაჰოვიჩის ტრანსფერით ინტერესდება

ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, სიმონე ინძაგის ალ-ჰილალი იუვენტუსის ფორვარდის დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერით ინტერესდება.

ალ-ჰილალი ოსიმენის გაფორმებას აქტიურად ცდილობდა, არაბები ნიგერიელი ფორვარდის გამოსასყიდი 75 მილიონი ევროს გადახდას დათანხმდნენ, ასევე ოსიმენს სეზონში გასამრჯელოს სახით 35 მილიონს სთავაზობდნენ, მაგრამ ვიქტორს ევორპაში დარჩენა სურს და მისგან უარი მიიღეს.

Calciomercato-ს ცნობით, ოსიმენის ერთ-ერთი ალტერნატივა ვლაჰოვიჩია, არაბებმა სერბის თაობაზე ინფომრაცია უკვე გამოითხოვეს და დიდია ალბათობა, უახლოეს დღეებში მოლაპარაკებები დაიწყოს.

error: დაცული კონტენტი !