ალ-ჰილალი ოსიმენს სეზონში 40 მილიონ ევროს სთავაზობს
არაბული ალ-ჰილალი ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და ნიგერიელი ფორვარდის გადაბირებას ზღაპრული ხელფასიც ცდილობს.
რუდი გალეტის ინფორმაციით, ალ-ჰილალი ნიგერიელი ფორვარდის გამოსასყიდი 75 მილიონი ევროს გადახდის წინააღმდეგი არ არის, ამის გარდა კი ვიქტორს 3-წლიან კონტრაქტსა და სეზონში გასამრჯელოს სახით 40 მილიონ ევროს სთავაზობს.
ოსიმენის პრიორიტეტი ევროპაში დარჩენა იყო, თუმცა უცნობია, იტყვის თუ არა ის უარს ასეთ მსუყე შეთავაზებაზე…