ალ-ჰილალი ოსიმენის ტრანსფერზე აქტიურად მუშობს
იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსს ალ-ჰილალის სახით ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერში სერიოზული კონკურენტი ჰყავს.
Tuttomercato-ს ცნობით, არაბები ნიგერიელი ფორვარდის გამოსასყიდი თანხის გადახდას უკვე დათანხმდნენ, ამის გარდა კი ოსიმენის სეზონში ხელფასის სახით 30 მილიონ ევროს სთავაზობენ.
წყაროს ინფორმაციით, ოსიმენს ევროპაში დარჩენა უნდა, თუმცა ასეთ ხელფასზე უარის თქმა რთული იქნება…