ალ აინის მწვრთნელი:“ იუვე დიდებული გუნდია, ჩვენ მათ წინააღმდეგ ბოლომდე დავიხარჯებით“
მსოფლიო ჩემპიონატზე იუვენტუსის პირველი მეტოქე არაბული ალ აინი იქნება.
მოახლოებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით კომენტარი არაბული გუნდის თავკაცმა ვლადიმირ ივიჩმა გააკეთა.
„ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატზე ძალიან რთულ ჯგუფში მოვხვდით. იუვენტუსი და მანჩესტერ სიტი მსოფლიოს საუკეთესო გუნდები არიან, ასევე არ შეიძლება კასაბლანკას ჩამოწერაც.
„ჩვენ მეტოქეებს პატივს ვცემთ< თუმცა სასურველი შედეგის მისაღწევად მოედანზე ბოლომდე დავიხარჯებით.
„იუვენტუსი და სიტი ორი უდდიესი ისტორიისა და ტრადიციების მქონე გუნდია და ამის შეხსენება არავისთვის საჭირო არ არის. ჩვენთვის ასეთ გრანდებთან თამაში დიდი პატივია, ვეცდებით, ჩვენი ხარისხი მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ და მათ სირთულეები შევუქმნათ.
„იუვე ჩვენი პირველი მეტოქე ? იუვენტუსი იტალიის საუკეთესო გუნდია, მე სერია ა-ს დიდი ხანია ვადევნებ თვალს და ვიცი, რომ ბოლო სეზონებში სირთულეების მიუხედავად, იუვენტუსი მსოფლიოს ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდად რჩება, რომელსაც მილიონობით ქომაგი ჰყავს, მათ რიგებში დიდებული ფეხბურთელები თამაშობენ.
„ტუდორი ? მან გუნდი რთულ მდგომარეობაში ჩაიბარა და დასახულ მიზანს მიაღწია.
„როგორ ვაპირებთ ილდისისა და ტურამის განეიტრალებას ? ორი დიდებული ფეხბურთელი, თუმცა იუვენტუსის რიგებში ყველა ფეხბურთელი ძალიან ხარისხიანია. ვფიქრობ, მათი ყველაზე სახიფათო ფეხბურთელი დუშან ვლაჰოვიჩია.“
გამოგვყევი Telegram-ზე (დააკლიკე აქ)