ალ-აჰლი ლოკატელის გადაბირებას მსუყე კონტრაქტით ცდილობს
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ალ-აჰლი იუვენტუსის ნახევარმცველის მანუელ ლოკატელის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.
წყაროს ცნობით, არაბები მანუელს 3-წლიან კონტრაქტსა და სეზონში გასამრჯელოს სახით 10 მილიონ ევროს სთავაზობენ, რასაც გარკვეული ბონუსები დაემატება.
სკირას თქმით, ამ მომენტისთვის როგორც ლოკატელის, ასევე იუვენტუსის სურვილი მუშობის ერთად გაგრძელებაა და მისი გუნდიდან წასვლა რთულად წარმოსადგენია.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
