ალ-აჰლი გონსალესის სანაცვლოდ 30 მილიონს იხდის
არაბული ალ-აჰლი იუვენტუსის ვინგერის ნიკო გონსალესის ტრანსფერზე მუშაობს.
არგენტინელმა ფეხბურთელმა ტურინულ გრანდში მოლოდინები ვერ გაამართლა და ბიანკონერი მის გაყიდვას ცდილობს.
La Stampa-ს ინფორმაციით, ტურინული გრანდი არგენტინელის სანაცვლოდ 30 მილიონს ითხოვს და არაბები ამ თანხის გადახდის წინააღმდეგები არ არიან.
წყაროს ცნობით, თუ გონსალესმა არაბეთში ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა, ნიკო გუნდს უახლოეს პერიოდში დატოვებს, რაც იუვენტუსს როგორც შიკო კონსეისაუს, ასევე ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერების დახურვის საშუალებას მისცემს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)