აჯიჩის ტრანსფერზე რამდენიმე გუნდი მუშობს
იტალიური მედიის ცნობით, იანვარში ვასილიე აჯიჩის იუვენტუსიდან წასვლის შანსი იზრდება.
მირკო დი ნატალეს ცნობით, ტურინული გრანდი ახალგაზრდა ტალანტის იჯარით გაშვებას განიხილავს, რაც მას მეტი სათამაშო პრაქტიკის მიღებაში დაეხმარება.
წყაროს ინფორმაციით, ვასილიეს მიმართ ინტერესს რამდენიმე სერია ა-ს და სერია ბ-ს გუნდი იჩენს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
