TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

აჯიჩი ტრავმის გამო სეზონის სტარტს გამოტოვებს

იუვენტუსის ტალანტს ვასილიე აჯიჩს მარჯვენა ბარძაყის კუნთის ტრავმა დაუდასტურდა, რის გამოც ის სეზონის სტარტს გამოტოვებს.

18 წლის მონტენეგროელი ფეხბურთელი ტურინულმა გრანდმა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გაიფორმა და მას NextGen-ის რიგებში უნდა ეთამაშა, თუმცა აჯიჩმა თავი ვარჯიშებზე შესანიშნავად წარმოაჩინა, ამიტომ ტიაგო მოტამ მისი ძირითად გუნდში შენარჩუნება გადაწყვიტა.

იუვენტუსის ოფიციალური განცხადების მიხედვით, ფეხბურთელს ბარძაყის კუნთის ტრავმა აქვს, ის განმეორებით შემოწმებას 10 დღეში გაივლის და ვასილიეს მოედანზე დაბრუნების ზუსტი დრო ამის შემდეგ გვეცოდინება.