TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

აჯიჩი მოედანს ნაადრევად უბრუნდება

ვასილიე აჯიჩის სარეაბილიტაციო პროცესი პოზიტიურად ვითარდება და მონტენეგროელი ტალანტი მოედანს დიდი ალბათობით დაანონსებულზე ადრე დაუბრუნდება.

18 წლის ტალანტმა კუნთის ტრავმა ვარჯიშის დროს მიიღო, რის გამოც მისი მოედანზე დაბრუნება მომდევნო თვის შუა რცხვებში იგეგმებოდა, თუმცა რომეო აგრესტის ცნობით, ფეხბურთელის სარეაბილიტაციო პროცესი პოზიტიურად ვითარდება და დიდია ალბათობა, აჯიჩი იუვენტუსის განაცხადში მომდევნო ტურში დაბრუნდეს.

ინდივიდუალურად მუშაობას აგრძელებს არკადიუშ მილიკიც, თუმცა მოსალოდნელია, რომ ის გუნდთან ერთად მუშაობას 2-3 დღეში განაახლებს.