აჯიჩი 2024 წელს ვეღარ ითამაშებს
იტალიური მედიის ცნობით, ვასილიე აჯიჩი 2024 წელს მოედანს ვეღარ დაუბრუნდება.
როგორც უკვე მოგახსენეთ, ახალგაზრდა ტალანტმა რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი ტრავმა მიიღო და ოფიციალური განცხადების მიხედვით, მისი მოედანზე დაბრუნების სავარაუდო დრო განმეორებითი შემოწმების შემდეგ, დაახლოებით 15 დღეში გახდება ცნობილი.
SportItalia-ს ინფორმაციით, აჯიჩს რეაბილიტაციისთვის მინიმუმ 40 დღე დასჭირდება და ის 2024 წელს მოედანზე ვერ დაბრუნდება.