TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

აჯიჩი:“ იუვეში თამაში ჩემი ოცნება იყო, მე უბედნიერესი ვარ“

ლაციოსთან მატჩის შემდეგ, კომენტარი იუვენტუსის ფეხბურთელმა ვასილიე აჯიჩმა გააკეთა, ვისაც დღევანდელ შეხვედრაში ბიანკონერის რიგებში ოფიციალური დებიუტი ჰქონდა.

„იუვენტუსის მაისურით თამაში ჩემი ოცნება იყო და ბავშვობაში ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს ეს ოცნება ამიხდებოდა.

„ჩემი მშობლები დღევანდელ მატჩს დაესწრნენ და მე ჩემი მოედანზე გამოსვლის შემდეგ მათი აცრემლებული თვალები დავინახე.

„როგორც მოსალოდნელი იყო, ეს რთული შეხვედრა გამოდგა, მაგრამ ჩვენ მნიშვნელოვანი ქულები მოვიპოვეთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.“