აჯიჩი:“ ჩემი ოცნების გუნდი ? იუვენტუსი…“
იუვენტუსის ტალანტმა ვასილიე აჯიჩმა მონტენეგროულ მედიასთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„ვიქნები თუ არა იუვენტუსის პირველი გუნდის წევრი ? არ ვიცი. პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშის დროს ვხედავ, რომ მე მათ გვერდით თამაში და მოედანზე განსხვავების შექმნა შემიძლია. მე მუშაობას ვაგრძელებ, ჩემს შესაძლებლობებში დარწმუნბული ვარ, საბოლოო გადაწყვეტილებას კი მწვრთნელი იღებს.
„ვლაჰოვიჩი ? ის ამ იუვენტუსის მთავარი ვარსკვლავია. დუშანი ჯერ მხოლოდ 25 წლის არის, თუმცა კარიერაში ძალიან ბევრს მიაღწია. ვლაჰოვიჩი რთულ მომენტებში მამხნევებდა და საჭირო რჩევებს მაძლევდა. იმედი მაქვს, ის იუვეში დარჩება.
„ჩემი საოცნებო გუნდი ? იუვენტუსი ხომ ერთ-ერთი მათგანია, მსოფლიოს გამორჩეული გუნდი. ჩემს მომავალთან დაკავშირებით საუბარი არ შემიძლია, თუმცა იუვენტუსში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.“