TuttoJuve

Juve per sempre sarà

აილინგის გამოსამშვიდობებელი წერილი იუვენტუსს

იუვენტუსის უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა სამუელ აილინგ-ჯუნიორმა, რომელმაც გუნდი დატოვა და ასტონ ვილას შეუერთდა, ტურინულ გრანდს სოციალური ქსელის მეშვეობით გამოემშვიდობა.

„იუვენტუსი დიდი სიყვარულის ისტორიაა. დიდი მადლობა სტაფს და ქომაგებს ყველაფრისთვის. ეს დიდებული თავგადასავალი იყო, პრიმავერადან მთავარ გუნდამდე, ინგლისელი ბიჭუნას ახდენილი ოცნება. მე აქ არა მხოლოდ მეგობრები, არამედ ძმები, მეორე ოჯახი შევიძინე. მე თქვენ მომავალ სეზონში და მომავალში ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ.

„Forza Juve Sempre!”

32 views
error: დაცული კონტენტი !