TuttoJuve

Juve per sempre sarà

ადეიემი იუვენტუსის სატრანსფერო სიაში დაბრუნდა

ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, დორტმუნდის ფეხბურთელი კარიმ ადეიემი იუვენტუსის პოტენციური სამიზნეების სიაში დაბრუნდა.

ბიანკონერი 23 წლის მარჯვენა ვინგერს უკვე დიდი ხანია აკვირდება და არ არის გამორიცხული, იუვენტუსმა მის ტრანსფერზე მუშაობა განაახლოს.

ტურინული გრანდი გერმანელის გაფორმებას იმ შემთხვევაში ეცდება, თუ გუნდი ნიკო გონსალესმა დატოვა, ხოლო შიკო კონსეისაუს თაობაზე პორტუსთან შეთანხმება ვერ მოხერხდა.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ

69 views
error: დაცული კონტენტი !