TuttoJuve

Juve per sempre sarà

ადეიემი იუვენტუსის სატრანსფერო სიაში დაბრუნდა

Tuttosport-ის ინფორმაციით, დორტმუნდის ტალანტი კარიმ ადეიემი იუვენტუსის სატრანსფერო სიაში დაბრუნდა.

ტურინული გრანდი 23 წლის გერმანელის მიმართ ინტერესს უკვე დიდი ხანია ინარჩუნებს და წყაროს ცნობით, ბიანკონერი მის გაფორმებას კიდევ ერთხელ სეზონის ბოლოს ეცდება.

დორტმუნდი ამ მომენტისთვის გერმანული ბუნდესლიგი მე-5 პოზიციაზე იმყოფება, ჩემპიონთა ლიგაზე ვერგასვლის შემთხვევაში კი გუნდს არაერთი ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს, მათ შორის ერთ-ერთი სავარაუდოდ ადეიემი იქნება.

იუვენტუსს 23 წლის ვინგერის გაფორმება, ვის აქტივშიც მიმდინარე სეზონში 12 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა, დაახლოებით 35-40 მილიონი ევრო დაუჯდება.

61 views
error: დაცული კონტენტი !