ადანი:“ ტუდორს აქვს ყველაფერი, რომ იუვენტუსში მომდევნო სეზონშიც დარჩეს“
ყოფილი იტალიელი ფეხბურთელის ლელე ადანის აზრით, ტუდორის იუვენტუსში დარჩენა გამორიცხული არ არის.
„ტუდორი არის ძალიან კარგი მწვრთნელი, ვისაც ფეხბურთელისგან მაქსიმუმის მიღება შეუძლია, მას აქვს ფეხბურთის თანამედროვე ხედვა და ამას ჩვენ იუვენტუსისგან უკვე ვხედავთ.
„არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს გუნდის ხელმძღვანელობა, მაგრამ თუ იუვე ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს, მისი დარჩენა ლოგიკური იქნება.“